spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა დავითულიანი – კანონის გამკაცრება საჭიროა, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით კანონი სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს.

 

“ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა როცა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავსს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს. კანონის გამკაცრება საჭიროა, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს და ქუჩის პროტესტს. ამას სჭირდება, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა – ზომიერი“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

“ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები