spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბექა დავითულიანი – კანონს მივიღებთ და მათ კეზერაშვილის გავლენისგან გავათავისუფლებთ

ნიკა მელიას განცხადება და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომლებიც მას აკრიტიკებენ ან ტონს უწუნებენ კეზერაშვილის მიმართ, ცხადყოფს, რომ კეზერაშვილი არის მთავარი დამფინანსებელი და მთავარი არაფორმალური გავლენის მქონე პირი მთელ რადიკალურ ოპოზიციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. 

 

დეპუტატის თქმით, დეოლიგარქიზაცია რადიკალურ ოპოზიციას და “ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება.

 

“აღმოჩნდა, რომ თუ ვინმეს დეოლიგარქიზაცია სჭირდება, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამაში აუცილებლად დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ დავით კეზერაშვილის არაფორმალური გავლენისგან გავათავისუფლებთ. უკრაინულ კანონმდებლობაზე დეოლიგარქიზაციის კანონში კრიტერიუმები არის განსაზღვრული, მათ შორისაა გარკვეული თანხის ფლობა, პარტიისა და მედიის დაფინანსება. კეზერაშვილს ოთხიდან სამი კრიტერიუმი აქვს. ევროკავშირმა გვითხრა, დეოლიგარქიზაციის კანონი მიიღეთო. ოპოზიციამ თქვა, სასწრაფოდ მისაღებიაო, შემდეგ უარი თქვეს. კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ხალხი ჰყავს ჩასმული და ნიკა მელიაც ამ დაფინანსებას სიამოვნებით იღებდა. ეგუებოდა კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება მოუვიდათ და აღარ უნდა მასთან პარტიული თვალსაზრისით, შერჩეული იყოს. ამას მისი პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგება. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს? რაც მანამდე ჰქონდა. არაფორმალური გავლენებით დიდი ფული იშოვა. ალბათ იმედი აქვს, ეს შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემა“, – განაცხადა დავითულიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები