spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ძამაშვილი – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება, შეუძლებელია, იყოს სტიგმა

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელდება, ცალკე აღებული, თუნდაც რაიმე ნიშნით არის მასტიგმატიზებელი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 %, ან 25 %, რაც იქნება უცხოური დაფინანსება, არამედ მთლიანად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სახელდება, ცალკე აღებული, თუნდაც რაიმე ნიშნით არის მასტიგმატიზებელი. რეესტრში აისახება არა მხოლოდ 20 %, ან 25 %, რაც იქნება უცხოური დაფინანსება, არამედ მთლიანად. დაინტერესებული პირი რეესტრში როდესაც შევა, ნახავს, რომ ეს ორგანიზაცია 20 %-ით უცხოეთიდან ფინანსდება და 80 %-ით  – საქართველოდან. ცალკე აღებულ ობიექტურ ინფორმაციას ნახულობს. რატომ შეიძლება იყოს მასტიგმატიზებელი, როდესაც ვნახულობ, რომ ორგანიზაციას უცხოეთიდანაც აქვს მიღებული დაფინანსება და საქართველოდანაც? როგორ შეიძლება, ეს რეესტრი, ამის აღმასრულებელი იყოს მასტიგმატიზებელი? უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი კი ჰქვია, მაგრამ სტიგმა ვერ იქნება, შეუძლებელია, იყოს სტიგმა”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები