spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბექა ღვაჩლიანი – ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული პროგრამა და ქვეპროგრამა მაქსიმალურად მორგებული იყოს ჩვენი დროებით დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სამომავლო გეგმებსა და სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბრობს.

მინისტრის თქმით, განათლებისა და კულტურის განვითარების სტრატეგია, ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტელექტუალურ და პროფესიულ გაძლიერებას ემსახურება.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალი პროგრამები შეიმუშავა,  რომლებიც განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, დროებით დევნილი ახალგაზრდების წახალისებაზე, ხელშეწყობასა და ფინანსურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

სამინისტროს მიერ შემუშავებული სიახლეებისა და არსებული პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს, საბაკალავრო პროგრამების დაფინანსების, დოქტორანტებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერის, საზღვარგარეთ სწავლების ხელშეწყობის, სახელობითი სტიპენდიების გაცემის, წამყვან სასწავლებლებთან თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ხორციელდება. უახლოეს პერიოდში შეიქმნება რამდენიმე ახალი აპლიკაცია“, – განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „რეგიონები“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები