spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ნაცვლიშვილი – თუ სპორტულ არხებზე მაინც დარჩება რეკლამა, მაშინ რა აზრი აქვს ამ შეზღუდვას?

თუ რეკლამის აკრძალვა სრულად ვერ ხდება, მაშინ რა აზრი აქვს შეზღუდვებს, – ამის შესახებ Front News-ს ონლაინ კაზინოების რეკლამის შშეზღუდვასთან დაკავშირებით ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაუცხადა. 

 

მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომზადებაში ის წლების წინ თავადაც  მონაწილეობდა,  წინა მოწვევის პარლამენტში კი ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მას არაერთი შენიშვნა აქვს. როგორც  აღნიშნავს,  რეკლამის შეზღუდვა ტელევიზიებს  არათანაბარ პირობებში აყენებს. 

 

“ვიზიარებ იმ შენიშვნას,  რომ იმ ტელევიზიებს, რომლებიც  არ არიან სპორტული არხები და არ ახდენენ სპორტული თამაშების ტრანსლაციას, მათ ეზღუდებათ რეკლამის გადაცემის უფლება. 

 

თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდები მოვწყვიტოთ ამ ონლაინ თამაშებს და თუ  სპორტულ არხებზე მაინც დარჩება რეკლამა, მაშინ რა აზრი აქვს ამ შეზღუდვას?

 

თუ შეზღუდვაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ყველა ტელევიზია უნდა დაქვემდებარებულიყო ერთ წესს. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ვერ ხდება პრობლემის გადაწყვეტა.

 

ანუ, ზოგადად რეკლამა იარსებებს, მაგრამ სხვადახსხვა ტიპის და სხვადასხვა  ხასიათის ტელევიზიები განსხვავებულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან, რაც თვისობრივად არასწორია.

 

მაშინ რა გამოდის? –  ვიღაცას ექნება შემოსავალი რაღაც გზიდან, რადგან მან სპორტული  თამაშების ტრანსლაცია აირჩია და ვიღაცას არ ექნება შემოსავალი. გაუგებარი და აბსურდული ვითარებაა, რაც შეეხება გადავადებას, ეს  დიდად  ვერ ცვლის სიტუაციას, მთავარია თანაბარ პირობებში იყოს ყველა”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. 

 

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ონლაინ კაზინოების რეკლამების შეზღუდვის შესახებ მალე კანონად აქცევს. შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. შეზღუდვას აპროტესტებენ ოპოზიციური არხები, ისინი კანონის ამოქმედების გადადებას ითხოვენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება შეძლონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები