spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ფერაძე – ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად

ღამის კლებუბის ფუნქციონირება განახლდება, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ღამის კლუბებთან და შესაბამის ასოციაციებთან შეთანხმება მიღწეულია. 

 

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.

 

პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ გარდა მწვანე პასპორტებისა, ასევე შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანის რაოდენობრივი შეზღუდვით, საუბარია ტევადობის 50%-ზე, განახლდეს მათი ფუნქციონირება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები