spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ვაჭარაძე – ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას

ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.

დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ დაათვალიერეს.

“ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ ქალაქის სხვა უბნებშიც.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები