spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ვაჭარაძე – ჩვენ  გავაგრძელებთ მსგავსი ფესტივალების მხარდაჭერას, რომელიც შთამბეჭდავ დღეებს ჩუქნის ჩვენს თანაქალაქელებს

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დაიხურა.

ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული თეატრალური დასები მონაწილეობდნენ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ფოთში დაფუძნდა და  მას შემდეგ წარმატებით იმართება. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი  ყოველწლიურად ახალ, საინტერესო წარმოდგენებს სთავაზობს მაყურებელს.

ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე, თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ, მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის,  ფოთის მერს  ბექა ვაჭარაძეს და სენაკის მერს  ვახტანგ გადელიას  მადლობა გადაუხადა და სიმბოლური ჯილდო გადასცა.

“რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად  წარმატებით უმასპინძლა ჩვენმა ქალაქმა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ფესტივალების მხარდაჭერას, რომელიც შთამბეჭდავ დღეებს ჩუქნის ჩვენს თანაქალაქელებს”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი “დღეს”.

ფესტივალი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები