ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხახუბიასთან ერთად 100%-იანი გრანტის მქონე ფოთელ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა განიხილეს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და დაგეგმილია ფოთში ახალგაზრდების ინტერესების ხელშესაწყობად.
“ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ვახორციელებთ მათ მხარდასაჭერად . მათ შორის ერთ-ერთი ახალი პროგრამაა ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მფლობელებისთვის 1000 ლარიანი ფულადი წახალისება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები მომავალში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიატებიც გახდებიან და ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.