spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ვაჭარაძე – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ

ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტბეტონის გზის საფარი, მოეწყო  რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

 

მიმდინარეობს ტროტუარების და  ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

 

ფოთის მერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები