spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ვაჭარაძე – ვაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების ჩატარების ხელშეწყობას

ფოთში აკადემიურ ნიჩნოსნობას და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

საქართველოს ჩემპიონატი, სამი დღის მანძილზე, მდინარე კაპარჭინას და ოქროს ტბაზე მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, დუშეთის, მცხეთის, აბაშის, წყალტუბოს, რუსთავისა და თბილისის სანიჩბოსნო სკოლების 125 სპორტსმენი ასპარეზობდა.

შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

“ფოთის გუნდსა და ასევე, ყველა გამარჯვებულ მონაწილეს ვულოცავ წარმატებით ასპარეზობას და საპრიზო ადგილებზე გასვლას. მადლობას ვუხდი საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული ჩემპიონატის ორგანიზებისთვის.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფოთში სპორტული ჩემპიონატების ჩატარების ხელშეწყობას”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ჩემპიონატი საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები