ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს არ არის დასავლური სტრატეგიის ცვლილება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
“ამერიკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის გადახედვა, არამედ გააქტიურებაა იმისა, რაც უკვე თქვეს სხვა პარტნიორებმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, – განაცხადა ბერბოკმა.
მან ასევე გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები და განაცხადა, რომ ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს, ასევე ამ მიმართულებით ყურადღების ცენტრშია ჩინეთიც.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.