ოკუპირებული აფხაზეთის “მართლმადიდებლური ეკლესიის” ე.წ. წინამძღვარი ბესარიონი (აპლია) აცხადებს, რომ 18 იანვარს, საღამოს, სოფელ კამანში საყოველთაო ნათლობის რიტუალი გაიმართება.
მისი თქმით, ყველა მსურველს შეუძლია გაიაროს საყოველთაო ნათლობის რიტუალი მდინარე გუმისთაში, რომლის ახლოსაც მდებარეობს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კამანის მონასტერი.
18 იანვარს სოფელ კამანში ექიმთა ბრიგადები და მაშველები იმორიგევებენ. ორგანიზებული იქნება გასათბობი პუნქტებიც.