spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბესენტი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, აშშ მზადაა, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ უყოყმანოდ დააწესებს სანქციებს რუსეთის ენერგომატარებლებზე, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, – ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, შეერთებული შტატები მზადაა, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ.

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ღიად და აგრესიულად იქნება გამოყენებული, რათა მიაღწიოს დაუყოვნებლივ მაქსიმალურ ეფექტს“, – განაცხადა ბესენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები