spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბესიკ ამირანაშვილმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძეს უმასპინძლა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ოთარ არბოლიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან ერთად, რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძეს უმასპინძლა, რომელმაც 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

რწმუნებულმა სპორტსმენს მადლობა გადაუხადა წარმატებული გამოსვლისა და ქვეყნისა და რეგიონის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

გამარჯვებულ მოჭიდავეს სახელმწიფო რწმუნებულის და ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცა. შეხვედრისას ხაზი გაესვა სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერის მნიშვნელობას. სახელმწიფო რწმუნებულმა წარმატებული კარიერის გაგრძელება და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა სპორტსმენს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ – რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი, შოთა როსტიაშვილი, აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი თათა ლამბრიანიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები