spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

დაბაში დასრულდა მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის  შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მოეწყო ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ-ფანჯრები, ახალი კიბე, შეიცვალა ელექტროსისტემა და მოპირკეთდა ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

რაც შეეხება გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს – აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონი, დამონტაჟდა ტრენაჟორები და მოეწყო საბავშვო სივრცე.

პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები