spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბესიკ დონაძე – ბიუჯეტიდან მათი ხელფასების მატება უნდა განისაზღვროს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე

ბიუჯეტიდან მათი ხელფასების მატება უნდა განისაზღვროს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტი მოპარული აქვს.

“ბიუჯეტიდან მათი ხელფასების მატება უნდა განისაზღვროს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ეს ადამიანები ხელფასებს უნდა იმატებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოში არის კარგი ეკონომიკური ზრდა, როდესაც ხელისუფლება არის ლეგიტიმური და მათი საქმეები საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება.

სამწუხაროდ, დღეს “ქართული ოცნება” არის არალეგიტიმური, ბიუჯეტი აქვს მოპარული და ამ ბიუჯეტიდან სარგებელს ნახულობს მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” ჩინოვნიკი და სარგებელს არ ნახულობს საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

2025 წლიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელფასები გაიზარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები