გიგა გიგაშვილი უნდა დაისაჯოს სამართლებრივად და არა მარტო პოლიტიკურად, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მერიის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანი ჩაიბარა, პასუხი უნდა აგოს.
“კი არ გადადგა გიგაშვილი, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს სამართლებრივად და არა მარტო პოლიტიკურად. მიღება- ჩაბარება დასრულდა და ამის შემდეგ მიიღო კომპანიამ დავალებები“, – განაცხადა დონაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი დღეს თანამდებობიდან გადადგა. მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი კი სხვა 8 პირთან ერთად გუშინ დააკავეს.