spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბესიკ დონაძე – პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც ისრები გადააქვს კომპანიაზე

პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც ისრები გადააქვს კომპანიაზე,  – ამის შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

 

“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება კახი კალაძეს და ძალიან ცუდად იქცევა,  როდესაც ისრები გადააქვს კომპანიაზე.  მინდა შევახსენო კალაძეს, რომ მიღება- ჩაბარების აქტი არსებობს, რომელზეც მერიის თანამშრომლები აწერენ ხელს, რომ ვაკის პარკში არსებული კასკადი და შადრევნები ჩაბარებულია და ყველაფერი არის  კარგად,  გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ხელისმომწერს, ესენი არიან თანამდებობის პირები: გიგაშვილი, წერეთელი, უტიაშვილი, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ მიღება- ჩაბარების აქტზე, რადგან ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი არის უსაფრთხოდ“, – განაცხადა დონაძემ. 

 

ვაკის პარკში, სადაც გუშინ ქალაქის მერმა შადრევანი საზეიმოდ გახსნა, დღეს დენის დარტყმის შედეგად ერთი ბავშვი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები