ეს არის მთავრობის ბრალი. ამაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ბესიკ დონაძემ სტიქიებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო უწყებები ერთმანეთთან კოორდინაციაში არ არიან.
“გარემოს ეროვნული სააგენტოდან ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება გზების დეპარტამენტს, ასევე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობას, ინფორმაცია მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ იცოდნენ ყველაფერი ამინდის შესახებ. ეს არის, ზოგადად, მთავრობის ბრალი, იმიტომ, რომ კოორდინაციაში არ არიან ერთმანეთთან საჯარო უწყებები, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა, ამაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად იმ თანამდებობის პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე”, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.