სამთავრობო ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 10 თვეში 160 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ჩინოვნიკების ავტომობილებით მომსახურებისთვის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, რაც ღარიბი ქვეყნის პირობებში სრულიად გაუმართლებელია.
“ძალიან დიდი ავტოპარკი ჰყავს სახელმწიფოს, ისეთ თანამდებობის პირებს ყავთ ავტომობილები, რომლის საჭიროებაც არ არსებობს, შესაბამისად, გვაქვს ბენზინის კოლოსალური ხარჯი. ავტომობილების შემცირების შემთხვევაში ნაკლები ხარჯი იქნება. როგორც ტექნიკური მოვლის, ასევე საწვავით უზრუნველყოფის“, – განაცხადა დონაძემ.