spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბესიკ თამლიანი – როდესაც ხალხს 2 დღე რჩება და ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას, – ამის შესახებ გასული წლის ნოემბერშო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

 

“მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული ან განცდა, რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე. 

 

როდესაც ხალხს 2 დღე რჩება და ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ. ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, – განაცხადა თამლიანმა.

 

ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ. შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა და სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები