spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი აქციის  ფონზე მიმდინარეობს. 

 

თბილისის  საქალაქო სასამართლოსთან,  სადაც  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დროს ბესიკ თამლიანი დააკავეს, ახლა სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება. 

 

აქტივისტების  თქმით, ბესიკ თამლიანი უნადაშაულოა.  ის მიხეილ სააკაშვილის პლაკატით და საქართველოს დროშით სასამართლოს ეზოში მდებარე ჯიხურზე ავიდა, რასაც  პოლიციელების რეაქცია და მისი დაკავება მოყვა. 

 

აქტივისტები აცხადებენ,  რომ ბესიკ თამლიანი უნდა გაათავისუფლონ, რადგან არანაირი საფუძველი მისი  პატიმრობაში დარჩენის,  არ არსებობს. 

 

დღევანდელ  სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. 

 

ბესიკ თამლიანის ადვოკატის თქმით, ის ელოდება,  რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის აცილებას მოითხოვს, რადგან მათ შორის არის პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები