spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბესლანის ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა.

 

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბელსანში 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლად აიყვანეს 1300-მდე ადამიანი. მათ შორის ბავშვები, პედაგოგები და მშობლები. 

 

ტერორისტებს ისინი არაადამიანურ პირობებში, გაუსაძლის სიცხეში, სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული.  აკრძალული ჰქონდათ საკვების მიღება და წყლის დალევაც კი.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა შამილ ბასაევმა აიღო. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვდნენ.

 

3 სექტემბერს დაიწყო სკოლის შენობის შტურმი, რა დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი. 

 

ბესლანის ტერაქტი თანამდროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.

 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სკოლის შენობის დაკავებაში მონაწილე ყველა ტერორისტი მოკლეს. ცოცხალი მხოლოდ ერთი მათგანი – ნურპაშა კულაევი გადარჩა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები