ენმ-ის ცენტრალური ოფისში, პარტიის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც წარადგინა კონკრეტული შენობები, რომლებშიც ცხოვრობენ აღნიშნული ოჯახები და რომლებზეც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.
ენმ-ს წევრმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის დაპირება დევნილებისადმი, როდესაც ის მათ საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ჰპირდებოდა, თუმცა ეს დაპირებაც არ შესრულდა.
“ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ 60 000 დოლარად 100 000 დევნილ ოჯახს აუშენებდა საცხოვრებელს. ჰკითხეთ ამ ადამიანებს დღეს რა მდგომარეობაში არიან, თავზე ენრგევათ ყველაფერი“, – აღნიშნა ბესო შენგელიამ.
შენგელიამ ასევე, საზოგადოებას გააცნო პარტიის ინიციატივა და გეგმა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი, იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
“ხელისუფლება წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასუმჯობესებლად და ეს ადამიანები 30 წელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაუსაძლის პირბებში ცხოვრობენ“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.