spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.

მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები