spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი და რატომ უნდა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება;  თაობების ოცნება და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებაა,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით,  მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა რეალობა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგვიჩნდეს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მხრივაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, რასაც მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ.

“სხვა რეგიონებში გამოსვლებისას უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის გარშემო პროცესების სწრაფად და დინამიკურად წარმართვა განაპირობა. შესაბამისად, მივიღეთ რეალობა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგვიჩნდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ახალ რეალობასთან მოყვანა გახდება აუცილებელი.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ.

მათგან ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2008 წელს, ოსებთან და აფხაზებთან გაბმული, ხალხთა შორის ნდობის ჯერ კიდევ სუსტი ძაფები, გარე დავალებების შესაბამისად, უხეშად გაწყვიტეს, ჩვენი ხალხი ერთმანეთს კიდევ უფრო დააშორეს და არსებული უფსკრული გააღრმავეს!

ამ უფსკრულის ამოვსება მხოლოდ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწოდების გზით არის შესაძლებელი!

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, საკონსტიტუციო ცვლილებებით, დაუყოვნებლივ მოვამზადებთ სამართლებრივ საფუძველს, პარალელურად კი აქტიურად ვიმუშავებთ აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები