spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიძინა ივანიშვილი – მე არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“

“ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკდან წასვლის შემდეგ კი მმართველ პარტიას კონსულტაციებსაც კი არ გაუწევს.

 

“მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების გაწევას გუნდისთვის, გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, დიდმა ნაწილმა, ლიდერების ნაწილმა. რამდენიმე საბჭო გვქონდა, საგარეოს თემებზე ვხვდებოდით პარტიაში, ეკონომიკური საბჭო, რამდენიმე საბჭო და საბჭოს წევრებთან მე მქონდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში იმის შესახებ, რომ მე მივდიოდი. მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ თუ რამე უნდა გუნდს ჩემგან, აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რამეთუ მე სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. პირადი, ახლა ადამიანები ვართ და შეიძლება, კითხვებიც დაისვას და დაბადების დღეც შეიძლება მივულოცოთ. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში, ძალიან საყვარელი და მეგობრული. მეგობრები, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან პატივს ვცემ. მეგობრული ურთიერთობები შეიძლება, იყოს ყოფით და ცხოვრების დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც შეასრულებენ, არც დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა. როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობაას ვწყვეტ. ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი და შეიძლება ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო.

 

მე დავუბრუნდები ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან მომწონდა. მე არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“. მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებში ხმის მიცემა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

 

მისივე თქმით, არაერთხელ უთქვამს გუნდის წევრებისთვის, რომ ნუ დაელოდებიან მისგან შენიშვნების მიღებას – ისინი იქნებიან აბსოლუტურად თავისუფლები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები