spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ბიძინა ივანიშვილს არავინ მისცემს იმის საშუალებას, ეს ქვეყანა დააბრუნოს უკან, საბჭოთა კავშირში”

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, იმედებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე ამყარებს. 

ბობოხიძე აცხადებს, რომ იმდენად დიდი ინვესტიციაა ჩადებული საქართველოს დემოკრატიაში, ივანიშვილს არავინ მისცემს იმის საშუალებას, ქვეყანა უკან, საბჭოთა კავშირში დააბრუნოს. 

"ქართული ოცნების" ე.წ პოლიტიკური ლიდერების რიტორიკის შინაარსი განხილვა ჩემი აზრით არ ღირს, იმიტომ რომ დღეს შეუძლიათ თქვან რაღაც და ხვალ, ასეთივე წარმატებით ამტკიცონ იმის საწინააღმდეგო რაც დღეს თქვეს. არაერთხელ გვინახავს ეს, ამბობდნენ რომ დაიხურა, წერტილი დაისვა, მეორე დღეს კი მოლაპარაკებებზე იძულებულები ხდებოდნენ მოსულიყვნენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე რა თქმა უნდა მაქვს პროცესის ქვეყნისთვის სასარგებლოდ დასრულების იმედი, მაგრამ ეს იმედი ეფუძნება არა "ქართული ოცნების" გონიერებას, არამედ იმ იძულებას, რომელიც "ქართულ ოცნებაზე" განხორციელდება. ეს იძულება "ქართულ ოცნებაზე" აუცილებლად იქნება ადრე თუ გვიან (როცა სიტყვა "გვიანს' ვამბობ, ძალიან გაურკვეველი და დიდი დროით გვიან არ იგულისხმება), უახლოესს პერიოდში.

საბოლოო ჯამში, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან ცდილობენ, რომ ცივილური მესიჯები გაუშვან და ბოლოს, როგორც ჩანს, ცოტა მძიმე მესიჯების გაწევაც მოუწევთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმედი, ბიძინა ივანიშვილი გაიგებს რამეს, სანამ მის პირად უსაფრთხოებას არ დაემუქრება საფრთხე (სანქციების დაწესება). იმდენად დიდი ინვესტიციაა განხორციელებული საქართველო დემოკრატიასა და იმ ამბავში, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ  ბიძინა ივანიშვილს არავინ მისცემს იმის საშუალებას, ეს ქვეყანა დააბრუნოს უკან, საბჭოთა კავშირში, მით უმეტეს, მას უნდა რომ მისი შთამომავლობა დასავლურ სამყაროში ცხოვრობდეს, ხოლო ჩვენი ხალხი რუსულ წუმპეში დააბრუნოს, რის უფლებასაც არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი მოკავშირეები არ მისცემენ", – განაცხადა ბობოხიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები