ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ათასობით ეკლესია აქვს აღდგენილი, იმ ეკლესიების მფარველი ანგელოზები დაიცავენ, ეს მათთვის არის ცუდი, თავის თავზე დაიტეხეს წყევლა, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განაცხადა.
“ფილმში “დათა თუთაშხია“, სეთურის ხალხი, მონები რომ არიან, ამათთან შედარებით უფრო პროგრესულები არიან.
უმეცრებით აკეთებენ თუ მეცნიერულად აკეთებენ, ყველა ვარიანტში ჩაატარეს რიტუალი, საშინელება და თავის თავზე დაიტეხეს წყევლა. ბატონ ბიძინას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, სამება და ათასობით ეკლესია აქვს აღდგენილი – იმ ეკლესიების მფარველი ანგელოზები დაიცავენ. ეს მათთვის [აქციის მონაწილეებისთვის] არის ცუდი, ჩემო ძვირფასებო.
ქრისტიანთა სჯულის კანონში, კაცის კვლის ტოლფასია ასეთი ჯადოქრობა და ძველად განსაკუთრებით, ასეთი წესი იყო, რაც სჯულის კანონში პირდაპირ წერია, როგორც კაცის მკვლელს 20 წელი ეკრძალებოდა ზიარება, ასევე, მჩხიბავებს და ჯადოქრებს 20 წელი ეკრძალებოდათ ზიარება“, – განაცხადა დეკანოზმა.