ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ქვია!, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
“26 ადამიანი კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ… მასმედიას არ უჭირს ჭირისუფალთან ურთიერთობა, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე. გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი….
ამით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ქვია!”, – წერს კულუმბეგოვი