სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს.
“როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში პედაგოგებსა და სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ, მათმა დიდმა უმრავლესობამ ვაქცინაცია გაიკეთა.