ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციიდან გამოსვლის გზა, ვაქცინაციაა. ამიტომ, აუცილებელია შემოდგომამდე ქვეყანაში ერთი მილიონი მოქალაქე მაინც გვყავდეს აცრილი.
“სამწუხაროდ, ინტენსიური გავრცელების ფაზაში ვართ. ძალიან დიდი ციფრებია ჩვენი ქვეყნისთვის 2500 და ამ ფარგლებში ინფექციის მაჩვენებლები. ამიტომ, შემოდგომამდე, სანამ ცივი პერიოდი დაიწყება, უნდა მოვასწროთ მინიმუმ ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქის აცრა”- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.