spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბილსტრომი – მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები

მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯებია საჭირო.

 

“ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. რა თქმა უნდა, სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები