spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკის ხმების 73,18% აქვს

თბილისი: უკრაინაში ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ ზელენსკის ხმების 7318 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი – 24,49%.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგი უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის ნდობა ამ დრომდე არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია.

 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ზელენსკი ლიდერობს ყველა ოლქში ლვოვის გარდა, სადაც მას 34,13%-მა დაუჭირა მხარი, პოროშენკოს კი – 63.12%-მა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ, 30 აპრილს გამოაცხადებს.

 

უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მასობრივი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

 

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მაისის ბოლოს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები