2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის და ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელი დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება.
„მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში გახლავთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტში. კერძოდ, გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს. ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო წესების კომიტეტს “, – განაცხადა თალაკვაძემ.