ბიზნესცენტრ “ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
სამართალდამცველები ბიზნესცენტრ “ატრიუმში“ რამდენიმე საათია, მუშაობენ.
სამართალდამცველების ბიზნესცენტრში მისვლა შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ პოლიცია თავად გამოიძახა.
“ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულზე, ქოლცენტრზე გადავეცით ინფორმაცია პოლიციას და როგორც ჩანს, შევიდა გამოძიება. იმედია, საქართველოში ამოიფხვრება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, ვინაიდამ ამ ოფისებს, სავარაუდოდ, ჰყავს მფარველები, მფარველები ჰყავს ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვეულებრივად, სავარაუდოდ, ოპერირებდა ეს ე.წ. ოფისი”, – განაცხადა ფარულავამ.