spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Black Hornet, Hydra-70, საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და ჭურვები – აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოუყო. იგი მოიცავს სხვადასხვა იარაღს – Black Hornet-ის მინი-დრონებიდან დაწყებული რაკეტებით და ჯავშანტექნიკით დამთავრებული.

 

პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

 

დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot და NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საზენიტო სისტემები Stinger; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები; 120 მმ და 60 მმ ნაღმტყორცნების ჭურვები; 32 ჯავშანტრანსპორტიორი Stryker; ოპტიკურად მართვადი რაკეტები (TOW); ჯაველინი და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტები; უპილოტო საფრენი აპარატი Black Hornet. საავიაციო რაკეტები Hydra-70; ტაქტიკური საჰაერო ნავიგაციის სისტემები; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად; 28 მილიონზე მეტი მცირე იარაღის ვაზნა და ყუმბარა; ღამის ხედვის მოწყობილობები და თერმული გამოსახულების სისტემები; სათადარიგო ნაწილები, სასწავლო საბრძოლო მასალა და სხვა საველე აღჭურვილობა.

 

“აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა აღჭურვილი იყოს ბრძოლის ველზე მისი სასწრაფო საჭიროებების და უსაფრთხოების დახმარების გრძელვადიანი საჭიროებები დასაკმაყოფილებლად”, – აცხადებენ პენტაგონში.

 

Black Hornet მინი-დრონებს უკვე იყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხოლო ნორვეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა დამატებითი პარტია 1000 ერთეულის მიწოდების შესახებ.

 

ეს არის სადაზვერვო დრონები, რომელთა წონაა 32 გრამი. მათი აღმოჩენა რთულია და შესაბამისად, განსაკუთრებით შესაფერისია ქალაქებში გამოსაყენებლად. ისინი ადვილად მუშაობენ და შეუძლიათ დაეხმარონ მტრის სამიზნეების იდენტიფიცირებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები