spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – 15 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს ხალხის მხარდაჭერაში

შეერთებული შტატებს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს რუსეთს 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას, – ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებს და დევნილებს.

 

ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. “ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს, ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით.

 

შეერთებული შტატებს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს რუსეთს 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება.

 

15 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს ხალხის მხარდაჭერაში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაუძლეველ სურვილში, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები