spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი 18 ივნისს ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18 ივნისს პეკინში სამუშაო ვიზიტს დაიწყებს. დღის წესრიგში რუსეთ-უკრაინის ომის თემაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩინეთთან კომუნიკაციის პირდაპირი არხის შენარჩუნებას, მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებისა.

 

“ჩვენ გვაქვს სფეროები, სადაც ვერ ვეთანხმებით, მაგრამ როგორც ორმა დიდმა სახელმწიფომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაცია, რათა კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა მილერმა.

 

მან ასევე გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად გამოხატა შეშფოთება ჩინეთიდან რუსეთში ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ ახლა მიწოდების მტკიცებულება არ არსებობს.

 

მილერმა აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის მონაწილეობას, რომელსაც სურს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში დახმარება.

 

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება სალაპარაკო თემა ვიზიტის დროს”, – აღნიშნა მილერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები