31 მაისს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ანტირუსულ სანქციებს დააწესებს, რომელიც ექსპორტის შეზღუდვებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, რომლებიც აღმოჩენილია ირანულ დრონებში და გამოიყენება უკრაინის მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე რეგულარულად აწესებს.