spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – აშშ მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

“16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და ზეწოლას იქაურ მოსახლეობაზე, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემასა და ოჩამჩირეში, მუდმივი საზღვაო ბაზის დაარსებას.

შეერთებული შტატები მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სწრაფვაში მტკიცეა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები