spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – აშშ სწავლობს უკრაინის გამარჯვების გეგმას, განიხილავს დამატებით მოქმედებებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გამარჯვების გეგმას სწავლობს, რომელიც ჯო ბაიდენს ვლადიმერ ზელენსკიმ წარუდგინა. საჭიროების შემთხვევაში აშშ ასევე განიხილავს დამატებით მოქმედებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაზარდა უკრაინის დახმარება და 8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

“ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად, რადგან ისინი აგრძელებენ თავის დაცვას რუსული აგრესიისგან და აგრძელებენ თავიანთი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მათი უფლების დაცვას, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გამარჯვების გეგმას სწავლობს. კითხვაზე, მიეცემა თუ არა უკრაინას დასავლური იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის, ბლინკენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია და პარტნიორები ახლა სწავლობენ გეგმის დეტალებს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილავენ “დამატებით მოქმედებებს”, რათა დაეხმარონ უკრაინელებს გამარჯვების მიღწევაში.

“ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ მათ შორის, რა დამატებითი ქმედებები უნდა განხორციელდეს ჩვენ ან უკრაინის სხვა პარტნიორების მიერ საჭიროების შემთხვევაში, რათა დავეხმაროთ მათ ამ წარმატების მიღწევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გეგმა წარუდგინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები