spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – ჩინეთმა გააფრთხილა რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ გამოეყენებინა

რუსეთი უკრაინაზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა. ჩინეთმა გააფრთხილა მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ძალიან შეშფოთებული იყო, რადგან, როგორც ჩანდა, პუტინი სულ მცირე, განიხილავდა ბირთვულ ვარიანტს.

„ალბათობა 5-დან 15%-მდეც რომ ყოფილიყო, როდესაც საქმე ბირთვულ იარაღს ეხება, არაფერია ამაზე უფრო სერიოზული. ჩვენ გვაქვს მიზეზი, მივიჩნიოთ, რომ ჩინეთი დაუკავშირდა რუსეთს და უთხრა: „არ გააკეთოთ ეს“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მსგავსს დინამიკას ადგილი ჰქონდა, როდესაც აშშ-მა აცნობა ჩინეთს, რომ პუტინი კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვებას გეგმავდა.

ასევე, ბლინკენმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აჭიანურებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და აღნიშნა, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ რიგი ფაქტორები, როგორიცაა სისტემების მუშაობისა და შენარჩუნების შესაძლებლობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები