spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – კონტრშეტევა მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ის უახლოეს თვეებში არ დასრულდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინამ უკვე დაიბრუნა ტერიტორიის დაახლოებით 50%, რომელიც რუსეთმა დაიპყრო სრულმასშტაბიანი ომის დროს და აგრძელებს დეოკუპაციას კონტრშეტევის ფარგლებში.

 

მისი თქმით, აშშ ელოდება, რომ მიმდინარე კონტრშეტევა მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ის უახლოეს თვეებში არ დასრულდება.

 

“თავდაპირველად მიტაცებული ტერიტორიების დაახლოებით 50% უკვე დაბრუნდა. კონტრშეტევისთვის შედარებით ადრეა. ის არ დაკარგავს იმპულსს მომდევნო კვირაში ან ორ კვირაში. ვფიქრობთ, რამდენიმე თვე დასჭირდება”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ზაფხულში დაწყებული უკრაინის კონტრშეტევის ხუთ კვირაში  თითქმის იმდენი ტერიტორია განთავისუფლდა, რამდენიც რუსულმა ჯარები დაიპყრეს ექვს თვეში (დაახლოებით 253 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია 282 კვადრატული კილომეტრის წინააღმდეგ).

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ივლისის მეორე ნახევრიდან სამხედრო ინიციატივა უკრაინის მხარეზეა მთელ ფრონტზე.

 

სამინისტროს სპიკერის ვლადიმერ გავრილოვის განცხადებით, უკრაინელი დამცველები ყოველდღიურად 100-1000 მეტრამდე მიიწევენ წინ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ჯერ არ გამოუყენებია თავისი სრული რესურსი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები