spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – პარტნიორებმა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვეს

“დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა და სხვა პარტნიორებმა შეაგროვეს 4 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ჩვენ ერთად, G7-ის ქვეყნებმა და სხვა პარტნიორებმა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ რესურსების მობილიზებაზე უკრაინისთვის, მისი ხალხისთვის, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საჭირო ენერგია, რომ ქვეყანამ შეძლოს ელექტროენერგიის მიწოდება ხალხისთვის“, –  განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, “G7+ ქვეყნებმა მოახდინეს 4 მილიარდზე მეტის მობილიზება და ეს პროცესი გრძელდება“.

მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო თვეში გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სხვა ქვეყნებმა ახალი შენატანების შესახებ გამოცხადდეს.

ივნისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გამოაცხადა ენერგეტიკული საჭიროებისთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, ხოლო გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა კიდევ 300 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც ამ სექტორში ამერიკის წვლილი 1,8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

“ეს თანხები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი გამოიყენება პრაქტიკული მიზნებისთვის და ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მომავალი (ზამთრის) თვეების გადატანაში“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი ზამთარი უკრაინისთვის რთული იქნება.

“ამიტომ ჩვენი ქვეყნები ერთად მუშაობენ ყოველდღე, რათა უკრაინას მივცეთ ის, რაც მას სჭირდება ზამთრის გადასატანად“, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები