spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება

ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ“ მიღებული კანონით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, კანონი აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ამას შედეგები მოჰყვება.

 

“ძალიან შეშფოთებულები ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც საქართველოში მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება”, – განაცხადა ბლინკენმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები