spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Bloomberg – ერდოღანი უკრაინაში თურქი სამშვიდობოების გაგზავნას არ გამორიცხავს

თურქეთმა შეიძლება თავისი ჯარები გაგზავნოს უკრაინაში, თუმცა, ანკარა არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ სამშვიდობო მისიაში, თუ არ იქნება ჩართული ყველა კონსულტაციასა და მისი ფორმირებისთვის მზადებაში, – ამის შესახებ Bloomberg წერს.

ანონიმური წყაროების თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს საკითხი განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ამ თვის დასაწყისში ანკარაში შეხვედრების დროს.

Bloomberg აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად გეგმაზე მუშაობს. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობას სამშვიდობო ძალებში და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებას, თუმცა გამორიცხა შეერთებული შტატების პირდაპირი როლი.

ეს თურქეთის შეთავაზებას – დაეხმაროს პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს, გადამწყვეტს ხდის ევროპელი მოკავშირეებისთვის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით, რომლებიც ადგენენ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების შექმნის გეგმებს.

გამოცემის წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ სამშვიდობო მისიაში, თუ არ იქნება ჩართული ყველა კონსულტაციაში და მისი ფორმირებისთვის მზადებაში.

მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან განათავსონ ჯარები უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი სამშვიდობო მოგვარების უზრუნველყოფას, იმ პირობით, რომ აშშ მხარს დაუჭერს ინიციატივას და მხარდაჭერას გამოუცხადებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები