spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

BMG-ის ჟურნალისტი – არ ვიცი, რა ვთქვა, საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს, ბევრ კითხვას სვამო

BMG-ის ჟურნალისტი თელარა გელანტია ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს.

 

“არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.

 

“მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია, მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია – უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს – სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

 

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია, მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”, – წერს გელანტია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები