spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბობ ჰამილტონი – საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროპისთვის ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად

უდიდესი რაოდენობის მტკიცებულებები, როგორც არჩევნების მახასიათებლებისა და ტენდენციების სტატისტიკური ანომალიების თაობაზე, ასევე, დოკუმენტირებული მანიპულაციები კენჭისყრის დღეს, იქნება ეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. კარუსელი, განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩეველთა დაშინება – ეს ყველაფერი საკმაოდ ნათელს ხდის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ ამერიკელმა თადარიგის პოლკოვნიკმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელმა ბობ ჰამილტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად – ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის.

“ჩემი გადმოსახედიდან შეკითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, არათუ გამოიკვეთა, არამედ, უკვე გადაწყვეტილიცაა. უდიდესი რაოდენობის მტკიცებულებები, როგორც არჩევნების მახასიათებლებისა და ტენდენციების სტატისტიკური ანომალიების თაობაზე, ასევე, დოკუმენტირებული მანიპულაციები კენჭისყრის დღეს, იქნება ეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. კარუსელი, განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩეველთა დაშინება – ეს ყველაფერი საკმაოდ ნათელს ხდის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, ჩვენ, საქართველოს დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა ვიწყებთ ამ დასკვნამდე მისვლას. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად – ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად. და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის.

რაც უფრო ნაკლებ სანდო და ნაკლებ დემოკრატიულ პარტნიორად აღიქმება საქართველო დასავლეთისთვის, ის მით უფრო დაშორდება იმ ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც სურს. კრემლისთვის კი ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება. ძნელი სათქმელია, სცადა თუ არა რუსეთმა პირდაპირ არჩევნებში ჩარევა და ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამის რაღაცნაირად შეცვლა, ეს რთული იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ეს დასჭირვებოდათ. იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მანიპულირებას მოახდენდა ისე, რომ საკუთარი თავი ისევ აერჩიათ. ასე რომ, ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” გარკვეულწილად კრემლის აგენტივით მუშაობდა. კრემლს სურდა, რომ ის ძალაუფლებაში დარჩენილიყო. თუმცა აუცილებელი არაა, რომ კრემლს პირდაპირი უშუალო ჩარევა მოეხდინა”, – განაცხადა ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები